რა არის ფლაგინი?

ჩვენ ვართ ფლაგ-ინი – იდეალურ მდგომარეობაში მყოფი მეორეული ტექნიკის მომწოდებელი ბრენდი. ქართულ ბაზარზე 2 წელზე მეტია, რაც ვმოღვაწეობთ, ხოლო ჩვენს ტექნიკას უკვე 2000-ზე მეტი ადამიანი იყენებს.

ჩვენი დახმარებით ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ყველაზე მომგებიანი და ღირებული გადაწყვეტილება – შეიძინონ უკვე გამოცდილი და ქარხნული წუნისგან მაქსიმალურად დაზღვეული ორიგინალი ტექნიკა ყველაზე ხელსაყრელი შეთავაზებით.

როგორ ვმუშაობთ?

ფლაგ-ინის სპეციალური წარმომადგენლები აშშ-ში საგულდაგულოდ გვირჩევენ, დეტალურად გვიმოწმებენ და საქართველოში გვიგზავნიან პროდუქციას, რომლის პოტენციური მფლობელებიც სწორედ თქვენ ხართ.

თბილისში ჩამოტანის შემდეგ ტექნიკა გადის ხარისხის საბოლოო კონტროლს და მხოლოდ ამის შემდეგ თავსდება ფლაგ-ინის ყუთებში. საბოლოოდ კი ბევრად ნაკლები დანახარჯით თქვენს ხელში A კატეგორიის ვიზუალურად თუ პროგრამულად 100%-ით გამართული, შეუკეთებელი და იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ორიგინალი მოწყობილობები ხვდება.

რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, ფლაგ-ინის ყველა პროდუქტზე „ელიტსერვისის“ 1 წლიანი გარანტია მოქმედებს.

ბრენდ მაღაზია

ფლაგ-ინის ბრენდ მაღაზია თბილისში, ი. ჭავჭავაძის #19–ში, მდებარეობს. ჩვენი საგულდაგულოდ შერჩეული და იდეალურ მდგომარეობაში მყოფი ტექნიკისა თუ სხვადასხვა ახალთახალი აქსესუარის შეძენა ყოველდღე - 11:00 საათიდან 20:00 საათამდე შეგიძლიათ.

ბრენდ მაღაზიაში, ასევე, დამატებით სერვისებსაც დაგახვედრებთ – იქნება ეს ეკრანის შეცვლა, ეკრანის დამცავის დაყენება თუ სხვა.

ეკომეგობრულობა

ფლაგ-ინი ეკომეგობრული ბრენდია და ჩვენთან ერთად ეკოლოგიაზე ზრუნვაც უფრო მარტივია. თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტექნიკა. შესაბამისად, ელექტრონული მოწყობილობების წარმოება და გამოყენება დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება. გარემოს დაბინძურების დიდი წილიც სწორედ „ელექტრონულ ნარჩენებზე“ მოდის.

უმაღლესი ხარისხის ტექნიკის ხელმეორე გამოყენება კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, მარტივი გზაა უკეთესი ეკოლოგიური გარემოს შესაქმნელად.

ნავიგაცია

© 2020 plugin.ge ყველა უფლება დაცულია.

კონტაქტი

სოც. ქსელები

  • Facebook
  • Instagram
  • LinkedIn
  • YouTube

გაიგე აქციების შესახებ პირველმა